Friday, July 9, 2010

პროექტი



მთავარი იდეა
ინტერვიუ სკოლის დირექტორთან

მნიშვნელობა და აქტუალობა
მოსწავლეები დაინტერესდებიან ამ ჟანრით, იფრო ახლოს გაწცნობიან ჟურნალისტების შიდა სამზარეულოს, წაიკითხავენ ინტერვიუებს გამოჩენილ ადამიანებთან, იმსჯელებენ იმის შესახებ,თუ რატომაა ასე გავრცელებული ეს ჟანეი პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში,მოიფიქრებენ შეკითხვებს საინტერესო საკითხებზე და დაუსვამენ ცნობილ ადამიანებს.

მიზნები და შედეგები.
1)საპრეზენტაციო უნარების განვითარება;
1)კვლევის უნარის განვითარება;
3)ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარება;
4)წერითი უნარების განვითარება;
5)კითხვის დასმის, დახვეწის და თავაზიანი ფორმების გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარება.

ქართ.7.2 მოსწავლე ისმენს და აფასებს სხვათა მეტყველებას მათი საკომუნიკაციო ამოცანის გატვალისწინებით;
*აანალიზებს სატელევიზიო ინტერვიუს ან დისკუსიას.

ქართ.7.5 მოსწავლე ამოიცნობს, იყენებს ზეპირ მეტყველების ძირითად ენობრივ მახასიათებლებს;

ქართ.7.7 მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ტიპის ტექსტებს, გამოხატავს და ხსნის საკუთარ დამოკიდებულებას მათ მიმართ;

ქართ.7.12.მოსწავლე ირჩევს წერილობით ტექსტის ფორმასა და სტილს მიზნისა და გათვალისწინებით
შეფასების საგანი და პროცედურები. 1)ჩართულობა და მსჯელობა;
2)პრეზენტაცია;
3)წერითი სამუშაო;
4)შემოქმედებითობა.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ. ფლობდნენ ინფორმაციას ჟურნალისტის საქმიანობის შესახებ,იცოდნენ რესპოდენტის და კორესპოდენტის ფუნქციები.ჰქონდეთ უფროს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და ფლობდნენ ენის გამომსახველობით სშუალებებს.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო. წინასწარ მომზადებული ტექსტი, კალამი, კითხვარი, მაგნიტაფონი, ციფრული კამერა, კომპიუტერი.

სასწავლო პროექტის მსვლელობა.
საპროექტო თემის წარდგენა და ჯგუფების შერჩევა (ერთი გაკვეთილი).
კითხვარების შერჩევა და მომზადება (ორი გაკვეთილი).

ინტერვიუ დირექტორთან (ერთი გაკვეთილი).

პრეზენტაცია –წარდგენა (ერთი გაკვეთილი.)
შეფასება (ერთი გაკვეთილი).